ENG | GEO
ENG | GEO
ჩვენ შესახებ
"სი დი სი"-ს მისიაა კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ორგანიზაციული პროცესების შესაბამისობის ხელშეწყობა, კერძო და საჯარო სტრუქტურების პროფესიული სწავლების გზით.

ჩვენ გთავაზობთ ტრენინგების ფართო სპექტრს, რომლებიც მაქსიმალურად არის მორგებული თქვენს საჭიროებაზე და ასახავს უახლეს საკანონმდებლო მოთხოვნებს, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის ტენდენციებს შესაბამის სფეროში. სწავლების თემატიკა პასუხობს პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს და იძლევა რეალურ ცოდნას ორგანიზაციაში ადეკვატური პროცესების დანერგვისთვის.

წინასწარ განსაზღვრული ტრენინგების გარდა, გთავაზობთ სპეციალურ სასწავლო პროგრამებს, რომლის თემატიკა, ხანგრძლივობა და სხვა მახასიათებლები თქვენი ორგანიზაციის კონკრეტულ მოთხოვნებზე იქნება მორგებული.

სწავლების პარალელურად, "შესაბამისობის განვითარების ცენტრი" უზრუნველყოფს ორგანიზაციის შიგნით სხვადასხვა პროცესების სტრატეგიული დაგეგმარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კონსალტინგს.

ჩვენი კონსულტანტებისა და ტრენერების ჯგუფი შედგება პროფესიონალებისაგან, რომელთაც აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რომ უზრუნველყონ, როგორც სწავლების, ასევე საკონსულტაციო მომსახურების მაღალი დონე.

ჩვენ დაგეხმარებით განავითაროთ შესაბამისობის სისტემა, შეამციროთ რისკები და მიიღოთ საიმედო გადაწყვეტილებები.

თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია