ENG | GEO
ENG | GEO
კონსალტინგი
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია
ვრცლად
ბრენდული ნიშნების დაცვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მათი სასაქონლო ნიშნად  რეგისტრაცია. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება პირის მიერ წარმოებული საქონლის ან შემოთავაზებული მომსახურების საიდენტიფიკაციოდ და განასხვავებს მას კონკურენტის საქონლისა თუ მომსახურებისგან.
სასაქონლო ნიშნად შესაძლოა დარეგისტრირდეს: სიტყვა ან სიტყვათა ერთობლიობა, ადამიანის სახელი, ასოები, ციფრები, ბგერები, გამოსახულება, სამგანზომილებიანი (3D) ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.
საგადასახადო კონსალტინგი
ვრცლად
საგადასახადო ორგანოებთან სწორი და ეფექტური ურთიერთობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომერციული თუ არაკომერციული მიზნებისთვის შექმნილი ორგანიზაციისთვის. "სი დი სი" გთავაზობთ კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას საგადასახადო საკითხებში. მოგემსახურებათ უმაღლესი დონის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, მრავალწლიანი გამოცდილებით საჯარო სტრუქტურებსა და საერთაშორისო, ავტორიტეტულ საკონსულტაციო კომპანიებში.
AML/CFT კონსალტინგი
ვრცლად
AML/CFT საკონსულტაციო მომსახურების მიზანია დაეხმაროს მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს თავიდან აირიდონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სქემებში ჩართვის საფრთხეები. ასევე, მინიმუმამდე დაიყვანონ მარეგულირებელი ორგანოების მიერ აღნიშნული კუთხით დაწესებული სავალდებულო ღონისძიებების არასრულად ან არასწორად განხორციელებისთვის დაწესებული სანქცირების რისკები. გთავაზობთ თქვენს ორგანიზაციაზე მორგებულ, ასევე ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის გადაწყვეტილებებს.
იურიდიული კონსალტინგი
ვრცლად
თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის განვითარების მზარდ პირობებში სულ უფრო აქტუალური ხდება სხვადასხვა სამართალურთიერთობების მოწესრიგებისა და წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტის საკითხი. ამ თვალსაზრისით, თითოეული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის მნიშვნელოვანია იურიდიული დახმარებისა და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ მოსმახურებას. 
საკრედიტო კონსალტინგი
ვრცლად
ბოლო წლების განმავლობაში ბიზნეს თუ სამომხმარებლო დაკრედიტება მეტად პოპულარულ და გავრცელებულ საქმიანობად იქცა ჩვენს ქვეყანაში. ეს მოვლენა განპირობებულია იმით, რომ, რომ მოთხოვნა ფულად რესურსზე მზარდია და საკრედიტო ინსტიტუტებთან ურთიერთობის გამოცდილებაც მომხმარებელში დაგროვდა. კონკურენციის ზრდის პარალელურად, საფინანსო ინსტიტუტებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საკრედიტო ციკლის სწორი დიზაინისა და სტრუქტურის ფორმირებამ. "სი დი სი" გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას დაკრედიტების კუთხით.
Compliance კონსალტინგი
ვრცლად
Compliance საკონსულტაციო მომსახურება მიზნად ისახავს დაეხმაროს ორგანიზაციებს ბიზნეს პროცესების რისკების მინიმუმამდე დაყვანაში და უზრუნველყოს შესაბამისობა სპეციალური პროგრამებისა და პროცესების განვითარების მეშვეობით. ყველა ორგანიზაცია უნიკალურია, ჩვენ გიწევთ კონსულტაციას და გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.
თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია