ENG | GEO
ENG | GEO
კონსალტინგი
საკრედიტო კონსალტინგი
უკან დაბრუნება
ბოლო წლების განმავლობაში ბიზნეს თუ სამომხმარებლო დაკრედიტება მეტად პოპულარულ და გავრცელებულ საქმიანობად იქცა ჩვენს ქვეყანაში. ეს მოვლენა განპირობებულია იმით, რომ მოთხოვნა ფულად რესურსზე მზარდია და მომხმარებელში დაგროვდა საკრედიტო ინსტიტუტებთან ურთიერთობის გამოცდილებაც. კონკურენციის ზრდის პარალელურად, საფინანსო ინსტიტუტებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საკრედიტო ციკლის სწორი დიზაინისა და სტრუქტურის ფორმირებამ. "სი დი სი" გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას დაკრედიტების კუთხით.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურება მოიცავს
 - დაკრედიტების სტრუქტურის აწყობას
 - პოლიტიკებისა და პროცედურების ფორმირებას
 - საკრედიტო/ფინანსური ფორმების შექმნას და კონკრეტულ ორგანიზაციაზე მორგებას
 - სქორინგის სისტემის ფორმირებას და იმპლემენტაციას
 - სამოტივაციო და სახელფასო სქემის შექმნას და მართვას
 - საკრედიტო რისკების შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შემუშავება
 - საკრედიტო კომიტეტის სტრუქტურის შექმნა
 - გაყიდვების სტიმულირება და მართვა
 - პრობლემური პორტფელის მენეჯმენტი
 - დაკრედიტების პერსონალის დატრენინგება და სატრენინგო მოდულის შექმნა

ჩვენი კონსულტანტთა ჯგუფი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის პროფესიონალებით, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებში.


თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 322 060 818; +995 577 27 97 98
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია