ENG | GEO
ENG | GEO
კონსალტინგი
Compliance კონსალტინგი
უკან დაბრუნება
Compliance საკონსულტაციო მომსახურება მიზნად ისახავს დაეხმაროს ორგანიზაციებს ბიზნეს პროცესების რისკების მინიმუმამდე დაყვანაში და უზრუნველყოს შესაბამისობა სპეციალური პროგრამებისა და პროცესების განვითარების მეშვეობით. ყველა ორგანიზაცია უნიკალურია, ჩვენ გიწევთ კონსულტაციას და გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.

ჩვენი სერვისები:

 - ორგანიზაციის საქმიანობისთვის რელევანტური და მატერიალური რეგულაციების იდენტიფიკაცია
  • რეგულაციების მატერიალურობის შეფასების დოკუმეტი - დოკუმენტში მოცემული იქნება იმ ძირითადი ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომელიც ორგანიზაციისთვის შეფასდა მატერიალურად და ასევე, განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ესა თუ ის ნორმატიული აქტი მატერიალური.
  • მატერიალური რეგულაციების ძირითადი მოთხოვნების ჩეკ-ლისტი - თითოეულ მატერიალურ რეგულაციაზე შეიქმნება ცალკე ჩეკ-ლისტი, სადაც მოცემული იქნება რეგულაციის ძირითადი მოთხოვნები კითხვების სახით. 
  • შესაბამისობაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიკაცია - ჩეკ-ლისტის შევსებამდე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ერთად განისაზღვრება სხვადასხვა პროცესებზე პასუხისმგებელი განყოფილებები/პირები.
  • ჩეკ-ლისტების განთავსება მონიტორინგის სისტემაში პასუხისმგებელი განყოფილებების/პირების მითითებით - ჩეკ-ლისტები განთავსდება მონიტორინგის სისტემაში, რომელიც შეასრულებს ძირითადი დოკუმენტების კატალოგის, ასევე მონიტორინგის ფუნქციას. აღნიშნულ სისტემაში დარეგისტრირდება გამოვლენილ შეუსაბამობების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა, შესაბამისი პასუხისმგებელი განყოფილებების/პირების მითითებით. 
 - რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასება პასუხისმგებელი განყოფილებების/პირების მონაწილეობით
  • პასუხისმგებელი განყოფილებების/პირების მიერ შევსების პროცესში დახმარება - პასუხისმგებელი განყოფილებების/პირების მიერ ჩეკ-ლისტების შევსებისას დახმარება გულისხმობს გაურკვეველ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების მიწოდებას. ასევე, შევსებული ჩეკ-ლისტების გადახედვას და საჭიროებების შემთხვევაში კორექტირებას.
 - შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში სამოქმედო გეგმის შემუშავება და დანერგვის კოორდინაცია
  • ჩეკ-ლისტში მოცემული შედეგების ანალიზი პასუხისმგებელ განყოფილებებთან/პირებთან და მენეჯმენტთან ერთად - ჩეკ-ლისტის კითხვებზე გაცემული პასუხის ანალიზის შედეგად მოხდება იმ სფეროების გამოვლენა, რომელთა მიმართებაშიც ორგანიზაციის პროცესები არ შეესაბამება ან მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება რეგულაციით დადგენილ მოთხოვნებს. ანალიზის შედეგების განხილვა მოხდება ორგანიზაციის  მენეჯმენტთან პასუხისმგებელი განყოფილებების/პირების მონაწილეობით.
  • სამოქმდო გეგმის განსაზღვრა - მენეჯმენტთან და პასუხისმგებელ განყოფილებებთან/პირებთან ჩეკ-ლისტების შედეგების ანალიზისას წარმოდგენილი იქნება სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს აღმოჩენილი შეუსაბამობების აღმოფხვრას. გეგმა შეთანხმდება მხარეებთან და განისაზღვრება შესრულების ვადები და პასუხისმგებლობები. შეთანხმებული გეგმა დარეგისტირიდება მონიტორინგის სისტემაში და ამ სისტემის საშუალებით განხორციელდება დანერგვის პროცესის სხვადასხვა ეტაპების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანა. ყველა ეტაპის შესრულების შემდეგ სამოქმედო გეგმა ჩაითვლება დანერგილად და მიენიჭება შესაბამისი სტატუსი.


თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 322 060 818; +995 577 27 97 98
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია