ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
საგადახდო მომსახურება
ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გზაზე სულ უფრო მეტად იკვეთება უნაღდო ანგარიშსწორების როლი, როგორც ეკონომიკის გამჭვირვალობის მყარი გარანტი. უნაღდო ანგარიშსწორების ხელშესაწყობად ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე დანერგილია თანამედროვე და ინოვაციური საგადახდო ინსტრუმენტები, რომელთა ყოველდღიური სრულყოფა და გამარტივება თანამედროვე საგადახდო ინდუსტრიის უპრეცედენტოდ პრიორიტეტული ამოცანაა.
კურსის მიზანია მსმენელს შესძინოს ზოგადი ცოდნა ძირითადი საგადახდო ოპერაციების, საბარათე ბიზნესის თეორიული და პრაქტიკული პრინციპების შესახებ, გააცნოს მას უნაღდო და ნაღდი ანგარიშსწორების სისტემების ეფექტური გამოყენების პრინციპები, ფინანსური ინსტრუმენტების ტექნოლოგიური განვითარების არსი და პრაქტიკული გამოყენება.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს
  • აქვს ზოგადი ცოდნა გადახდების ინტრუმენტების მთავარ პრინციპებზე, თეორიებზე და კონცეფციებზე;
  • შეუძლია უნაღდო ანგარიშსწორების სისტემების ეფექტურად გამოყენებისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვა;
  • შეუძლია კონკრეტული საბარათე პროექტების დაგეგმვა;
  • შეუძლია ფინანსური ინსტრუმენტების ტექნოლოგიური განვითარების ხაზის ანალიზი და პრაქტიკაში ეფექტური გამოყენება;
  • შეუძლია საბარათე პროდუქტის მომზადებისთვის მონაცემეთა შეგროვება, გაანალიზება, კვლევის დაგეგმვა;
  • შეუძლია საკუთარი იდეების, დასკვნების, წარდგენა კოლეგების, პარტნიორების წინაშე;
  • შეუძლია ცოდნის გაფართოების მიზნით საგადახდო პოლიტიკაში არსებული გამოცდილების მოძიება, სწავლა და გამოყენება.

ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება

 - კომერციული ბანკის თანამშრომლები
  • საანგარიშსწორებო დეპარტამენტის თანამშრომლები
  • საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომლები
  • საბანკო ბარათების დეპარტამენტის თანამშრომლები
  • საბარათე ოპერაციების რისკ-მენეჯერები
  • პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები
  • კლიენტთა მომსახურების პერსონალი
  • საპროცესინგო კომპანიების თანამშრომლები
  • საბარათე ეკოსისტემის მომსახურე ვენდორული კომპანიების თანამშრომლები: ბანკომატები, პოსები, ელექტრონული კომერცია
 - საზედამხედველო ორგანოების თანამშროლები 
 - თემატიკით დაინტერესებული პირები

კურსის გავლის შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 322 060 818; +995 577 27 97 98
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია