ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორები და სავალუტო რისკი

 

 

კურსის აღწერა

 

გაცვლითი კურსი და მისგან მომდინარე რისკები განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში, რაც განპირობებული იყო ლარის კურსის გაუფასურებით და რიგ შემთხვევებში მყისიერი გამყარებით სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში.

 

გამომდინარე იქიდან, რომ გაცვლითი კურსის ფორმირებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, საზოგადოებაში გავრცელებულია მრავალი, ურთიერთგამომრიცხავი და რიგ შემთხვევებში მცდარი მოსაზრება კურსის ცვალებადობასა და პროგნოზებთან დაკავშირებით.


ტრენინგზე თქვენ:

 

  • მიიღებთ ინფორმაციას თუ რა განსაზღვრავს გაცვლით კურსის დინამიკას გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდში.
  • გაიგებთ, რა არის სავალუტო რისკი და როგორ დავიზღვიოთ თავი სავალუტო რისკისაგან

 

 

დღის წესრიგი

        

       კურსი მიმოიხილავს გაცვლით კურსზე მოქმედ ფაქტორებს, როგორც გრძელვადიან, ასევე საშუალო და მოკლევადიან პერიოდში.

       რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი

       ინფლაცია

       საგადასახდელო ბალანსი

       მოლოდინები

       საგარეო შოკი და როგორი უნდა იყოს პოლიტიკის რეაგირება საგარეო შოკების დროს

       რა არის საერთაშორისო პრაქტიკა და როგორ ედრება იგი საქართველოს რეალობას

       სავალუტო რისკი; სავალუტო რისკის დაზღვევის ინსტრუმენტები

       როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან სავალუტო რყევებისგან გამოწვეული ზარალი

ტრენერის შესახებ

 

ტრენინგს გაუძღვება არჩილ იმნაიშვილი, რომელსაც აქვს ეროვნულ ბანკში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით და ამჟამად არის საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი.

 

ორგანიზაციული დეტალები

 

ტრენინგის დღეები : 16 დეკემბერი

ტრენინგის ღირებულება: 295 ლარი

ტრენინგის მისამართი: თბილისი, შ.ნუცუბიძის 129ა

შესვენება : 1 საათი coffee break

            ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

 

 

 


თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია