ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
კრიპტოგრაფიული ვალუტები : განვითარება, პერსპექტივები და რისკები !


კურსის აღწერა


ტრენინგის მიზანია მსმენელს გააცნოს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ძირითადი პრინციპები, მათი სხვადასხვა რეალიზაციები და აქედან გამომდინარე მათი უპირატესობები და შესაძლებლობები, აგრეთვე მათი გამოყენების რისკები. ტრეინინგში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ძირითადი მახასიათებლების განხილვას და მათ საფუძველზე ბლოკჩეინის კონკრეტული რეალიზაციის პოტენციალის, უპირატესობებისა და სუსტი წერტილების ანალიზს, აგრეთვე განხილული იქნება კრიპტოვალუტების გავლენის პოტენციალი რეალურ ეკონომიკაზე, აგრეთვე ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესაძლო გამოყენების სფეროები.

ტრენინგს გაუძღვება ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი - გიორგი ტომარაძე. გიორგის აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის IT მიმართულებით. ამჟამად ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის,  საგადახდო სისტემების რეგულირების განყოფილებას.


ტრეინინგზე თქვენ:


ტრეინინგის პირველ დღეს მოისმენთ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ძირითადი მახასიათებლების ანალიზს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონსენსუსის მექანიზმის განხილვას, როგორც ბლოკჩეინის მდგრადობისა და უტყუარობის საკვანძო ალგორითმს. ასევე კონსენსუსის მექანიზმის არჩევის მნიშვნელობას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ეფექტურობისათვის. აგრეთვე განხილული იქნება განაწილებული „დავთრის“ ვალიდაციის მექანიზმები. დღის ბოლოს გაიმართება დისკუსია, სადაც მოსმენილი მასალის საფუძველზე შედარებული იქნება ბიტკოინის, რიპლისა და ეთერიუმის ბლოკჩეინის რეალიზაცია. პირველი დღის შედეგი უნდა იყოს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ძირითადი მახასიათებლების ცოდნა, ბლოკჩეინის სხვადასხვა რეალიზაციის თავისებურებებისა, თვისებების და მათი ეფექტურობის შეფასება.

ტრეინინგის მეორე დღე დაეთმობა ბლოკჩეინის პრაქტიკული რეალიზაციების განხილვას - რა შეიძლება გახდეს მსგავსი მახასიათებლების ბლოკჩეინის წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი.  გარდა ამისა დაწვრილებით იქნება განხილული „სტაბილური კრიპტოვალუტის“ (Stable Coin) მნიშვნელობა და გავლენა ბაზარზე, მისი პოტენციალი და რისკ ფაქტორები. დღის მეორე ნახევარში განხილული იქნება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დახვეწის მიმართულებები, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი გამოდგეს ამ ტექნოლოგიის დამკვიდრებისათვის. დღის ბოლოს გაიმართება დისკუსია ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული კონსენსუსის მექანიზმების ძლიერ და სუსტ მხარეებზე.

ტრეინინგის კურსის შემდეგ თქვენ გექნებათ საბაზისო ცოდნა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფუძვლების შესახებ, აგრეთვე მის შესაძლებლობებსა და რისკებზე, მათი განვითარების მიმართულებებსა და პერსპექტივებზე.


              



ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

 

ტრენინგზე დასწრება მიზანშეწონილია იმ მსმენელისათვის, ვინც აპირებს თავისი საქმიანობაში გამოიყენოს ბლოკჩეინის ტექნოლოგია ან მსგავსი ინოვაციური ინსტრუმენტები, კურსი აგრეთვე სასარგებლო იქნება ტექნოლოგიური ინოვაციების, მაკროეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის.






დღე 1


      ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მიმოხილვა


  • რა ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში ყვეალზე მნიშვნელოვანი?

  • სად შეიძლება იქნეს გამოყენებული ბლოკჩეინის ტექნოლოგია?

  • რა პრინციპული საკითხების გადაწყვეტაა საჭირო ბლოკჩეინის რეალიზაციისათვის?

  • მეტი ცენტრალიზაცია თუ მეტი დეცენტრალიზაცია? რა არის საუკეთესო ნაზავი?




ბლოკჩეინის ძირითადი მახასიათებლები



  • განაწილებული „დავთარი“ (distributed ledger)

  • უტყუარობა

  • ურთიერთშესაბამისობა

  • გამოყენებადობა

  • კონსენსუსის მექანიზმი

  • Proof of Work (სამუშაოთი დადასტურება)

  • Proof of Stake (წილით დადასტურება)

  • Proof of Burn (“დაწვით“ დადასტურება)

  • Proof of Activity („აქტიურობით“ დადასტურება)

  • რიპლის კონსენსუსის ალგორითმი

  • კონსენსუსის სხვა ალგორითმები

  • განაწილებული „დავთრის“ ვალიდაცია

  • უპირობო ბლოკჩეინი

  • პირობითი ბლოკჩეინი (permissioned blockchain)

  • ავტომატურად შესრულებადი ტრანზაქციები (ჭკვიანი კონტრაქტები)

  • ეთერიუმის ბლოკჩეინი

  • ჭკვიანი კონტრაქტების ძლიერი და სუსტი მხარეები




შეჯამება: ბლოკჩეინის სხვადასხვა რეალიზაციის შედარება


  • კრიპტოვალუტების გამოყენების ეფექტურობის შეფასების სხვადასხვა მიდგომა (პრაქტიკული მაგალითები)

  • რა პარამეტრები უნდა ქონდეს ბლოკჩეინს, იმისათვის, რომ იყოს წარმოატებული? (სადისკუსიო საკითხი)

  • დისკუსია: რიპლისა და ბიტკოინის შედარება




დღე 2


წინა დღის შედეგების მოკლე შეჯამება


მსგავსი პრაქტიკული რეალიზაცია რადიკალურად სხვადასხვა შედეგებით:


  • DAO

  • ეთერიუმი

 „სტაბილური კრიპტოვალუტის“ კონცეფცია


  • თეთერი (tether)-ის ბლოკჩეინი და მისი როლი კრიპტოვალუტების ეკოსისტემაში

  • თეთერის მიმართ არსებული ეჭვები და შესაძლებლობები (დისკუსია)
          

 ბლოკჩეინი და საგადახდო სისტემები


  • საცალო საგადახდო სისტემები

  • ბანკთაშორისი საგადახდო სისტემები


  • ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დახვეწის მიმართულებები

  • რეგულატორების მიდგომები ბლოკჩეინთან და კრიპტოვალუტებთან მიმართებაში

  • დისკუსია: დეცენტრალიზებული კონსენსუსის უპირატესობებისა და მოსალოდნელი რისკების ურთიერთშედარება

(SWAT ანალიზი)








ორგანიზაციული დეტალები


ტრენინგის დღეები : 22, 23. დეკემბერი

ტრენინგის ხანგრძლივობა:

შესვენება : 15 წუთი coffee break

ტრენინგის ღირებულება:

ტრენინგის მისამართი: შ.ნუცუბიძის 129ა

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი







თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია