ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება


კურსის აღწერა

ტრენინგზე განხილული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მთელი ციკლი, კლიენტის მოძიებიდან პრობლემურ პორტფელზე მუშაობის ჩათვლით.

 ტრენინგს წაუძღვება ირაკლი აბაშიძე. ირაკლი ფლობს 12 წლიან გამოცდილებას კომერციულ ბანკებში დაკრედიტების

კუთხით. აღსანიშნავია, რომ ირაკლიმ საკუთარი კარიერა დაიწყო საკრედიტო პროდუქტების პრომოუტერის პოზიციიდან სს „საქართველოს ბანკში“ და რამდენიმე წელიწადში დაწინაურდა SME დაკრედიტების რეგიონალური კურატორის პოზიციამდე. შუალედში ის იკავებდა საკრედიტო ექსპერტის, საკრედიტოს უფროსის, საკრედიტო პროდუქტების პროექტების მენეჯერის პოზიციებს. სს „საქართველოს ბანკში“ წარმატებული კარიერის შემდეგ, ირაკლი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ეგიდით მიწვეულ იქნა SME კონსულტანტის პოზიციაზე სს“ ფინკა ბანკში“, ხოლო ამჟამად იგი ხელმძღვანელობს საკრედიტო დეპარტამენტს ამავე ბანკში. ამავდროულად ირაკლის აქვს ტრენერობის მდიდარი გამოცდილება საკრედიტო კუთხით.


ტრენინგზე თქვენ:


  • გაეცნობით SME დაკრედიტების სეგმენტაციის ტექნიკას და ამ სეგმენტთან კომუნიკაციის გზებს

  • გაიგებთ თუ როგორ განსაზღვროთ მიზნობრივი აუდიტორიის საჭიროებები და მოახდინოთ შეთაავზებების დიზაინის ფორმირება

  • გაეცნობით საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ძირითად ტექნიკებს

  • გაეცნობით ფინანსურ უწყისებს, მათ როლსა და ურთიერთკავშირს ბიზნესის ფინანსური ანალიზის პროცესში

  • შეისწავლით საკრედიტო პორტფელის მართვასა და პრობლემურ სესხებთან მუშაობის პრინციპებს

  • გაიგებთ თანამედროვე ტენდენციებს ბიზნესის დაკრედიტების კუთხით

  • სავარჯიშოების და რეალური ქეისების განხილვის მეშვეობით შეიძენთ პრაქტიკულ ცოდნას და უნარებს


       


              

ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

 

  • ფინანსური ინსტიტუტის თანამშრომლები

  • საკრედიტო ექპერტები

  • საკრედიტო ანალიტიკოსები

  • საკრედიტო მენეჯერები

  • რისკების ანალიტიკოსები

  • თემატიკით დაინტერესებული პირები

დღე 1

ტრეინინგის მიზანი-საკრედიტო ციკლი


  • პოტენციური კლინტის მოძიება;

  • ვინ არის ჩვენი კლიენტი;

  • როგორ მოვიძიოთ კლიენტებზე ინფორმაცია;

  • როგორ ვმართოთ კლიენტზე არსებული ინფორმაცია ეფექტურად;

  • პარეტოს პრინციპი;




კონტაქტის დამყარება- ურთიერთობის დაწყება/კლენტთან შეხვედრის დაგეგმვა


  • კომუნიკაციის საშუალებები

  • სატელეფონო გაყიდვები

  • ჯგუფური მარკეტინგული აქტივობები

  • წარმატებული გაყიდვისთვის წინასწარ მომზადება


დღე 2

კლიენტის საჭიროების განსაზღვრა და პრეზენტირება პროდუქტის


  • საჭიროების იდენტიფიცირება

  • საჭიროებიდან გამომდინარე შეხვედრისთვის პრეზენტაციის მომზადება

  • პრეზენტირება და პროდუქტის უპირატესობის წარმოდგენა

  • წინააღმდეგობების დაძლევა

  • წინააღმდეგობის მიზეზის დაიდენტიფიცირება

  • წინააღმდეგობის მართვა

  • პროდუქტის გაყიდვა -შეთანხმების მიღწევა

  • კონტრატქზე ხელმოწერა



3 - 4 დღე  

ბიზნეს ანალიზი


  • მოგება- ზარალი

  • ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისი

  • ბალანსი

  • წინანსურ უწყისებს შორის კავშირი

  • ჯვარედინი გადამოწმება ფინანსური უწყისების



დღე 5

საკრედიტო კომიტეტი/რისკების შეფასება


  • საკრედიტო კომიტეტის ლიმიტები

  • რისკების გადანაწილება

  • რისკების შეფასება


სესხის მონიტორინგი

  • დასამონიტორინგებელი პორთფელის დაიდენტიფიცირება

  • მონიტორინგის მეთოდები

  • მონიტორინგის შედეგების მართვა

ურთიერთობა სესხის ამოწურვამდე/ პორთფელის მართვა

  • მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება;

  • პორთფელის მართვა


დღე 6

  • პრობლემური პორთფელის მართვა

  • ურთიერთობა სესხის ამოწურვის შემდგომ






ორგანიზაციული დეტალები



შესვენება : 15 წუთი coffee break

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

შესაძლებელია კორპორატიული ტრენინგის ორგანიზება

რეგისტრაციის გავლის შემდგომ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ტრენინგის გააქტიურების შესახებ

 






თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია