ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
დაბეგვრის ესტონური მოდელი და ავანსის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრა



კურსის აღწერა

ტრენინგის მიზანია მსმენელს გააცნოს საგადასახადო კანონმდებლობაში 2017 წლის 01 იანვრიდან შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები - ე.წ. ესტონურ მოდელთან და ავანსის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით.

კურსის მიმდინარეობისას დეტალურად განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით გათვალისწინებული მაგალითები, სიტუაციური სახელმძღვანელოები (ე.წ. მენუალები), პრაქტიკაში არსებული ქეისები.

 

ტრენინგს გაუძღვება თეონა კუნჭულია, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. თეონას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის რვა წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ბოლო 4 წელი იკავებდა ჯგუფის უფროსის პოზიციას. იგი აქტიურად იყო ჩართული საგადასახადო შემოწმებების ჩატარებაში, აქტების შედგენასა და შემოწმების მასალების განხილვაში, საგადასახადო დავებში და კარგად იცნობს არსებულ მიდგომებს, ხედვებს, რომელსაც გაგიზიარებთ ტრენინგის მსვლელობისას.



დღის წესრიგი



დღე 1

მოგების გადასახადის რეფორმა (ესტონური მოდელი):


        

  • რეფორმის მიზანი

  • სხვაობა ძველ და ახალ მოდელს შორის

  • მოგების გადასახადის გადამხდელები

  • დაბეგვრის ობიექტი

  • გადასახადისგან გათავისუფლება

  • გადასახადის განაკვეთი და გაანგარიშების წესი

  • მოგების გადასახადის ჩათვლა

  • სიტუაციური სახელმძღვანელოების (მენუალების) განხილვა




დღე 2

ავანსის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრა:


  • მიღებული ავანსის შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა და დასაბეგრი ოპერაციის დრო

  • ავანსის თანხაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის და ჩათვლის წესი

  • გამონაკლისი შემთხვევები, რომელზეც არ ვრცელდება ავანსის დღგ-ით დაბეგვრის წესი

  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანება მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების



საკომპენსაციო თანხის დაბეგვრასთან დაკავშირებით


  • სიტუაციური სახელმძღვანელოების (მენუალების) განხილვა

  • პრაქტიკული სამუშაოები



ორგანიზაციული დეტალები


ტრენინგის დღეები : 3,4 დეკემბერი

ტრენინგის საათები : 13:00 - 15:00

ტრენინგის ღირებულება: 210 ლარი

ტრენინგის მისამართი: თბილისი, შ.ნუცუბიძის 129ა

             შესვენება : 15 წუთი coffee break

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

შესაძლებელია კორპორატიული ტრენინგის ორგანიზება










თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია