ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
თანამედროვე შრომის სამართლის აქტუალური საკითხები


კურსის აღწერა


ტრენინგის მიზანს წარმოადგენს საქართველოში შრომის კანონმდებლობაში არსებული პრობლემური საკითხების სამართლებრივი ანალიზი. ასევე, შრომით დავებთან დაკავშირებული საქმის წარმოების იმ სპეციფიკური საკითხების განხილვა, რომლებიც ახასიათებს ამ სახის საქმის წარმოებას. ტრენინგი ორიენტირებულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სპეციფიკის განხილვაზე და პრობლემების იდენტიფიცირებაზე. ამასთან, ტრენინგის თითოეული საკითხის განხილვისას ტრენერის მიერ მსმენელთათვის მიწოდებული იქნება შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული მასალები, რომლებიც მსმენელებს დაეხმარებათ განსახილველი საკითხის უკეთ გააზრებაში.



ტრენინგზე თქვენ:


  • გაეცნობით შრომის სამართლის თანამედროვე ტენდენციებს;

  • გაეცნობით თანამედროვე შრომის კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს;

  • გაიგებთ როგორ უნდა მოხდეს ერთი მხრივ დასაქმებულის და მეორე მხრივ დამსაქმებლის ინტერესების სწორი დაცვა;

  • შეისწავლით შრომის ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკას;

  • გაიგებთ რა დანიშნულება აქვს შრომის შინაგანაწესს შრომის სამართალში;

  • შეისწავლით თანამედროვე სასამართლო პრაქტიკას, რომელიც არაერთგვაროვანი და პრობლემურია;

  • გაიგებთ, როგორ დაიცვათ კლიენტის უფლებები;


ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრეინინგზე დასწრება:

  • დასაქმებულები

  • დამსაქმებლები (კომპანიების მენეჯერები)

  • ადვოკატები

  • სტუდენტები

  • კომპანიების HR მიმართულების წარმომადგენლები

  • თემატიკით დაინტერესებული სხვა პირები


ტრენინგს გაუძღვება:

სიმონ ტაკაშვილი

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი;

კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ უფროსი იურისტი;

თსუ-ს იურიდიული ფაკუტეტის მოწვეული ლექტორი;

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი;

ა(ა)იპ „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის“ საერთაშორისო

კერძო და საინვესტიციო სამართლის განყოფილების ხელმძღვანელი;




დღის წესრიგი

დღე 1

        

  • შრომის სამართლის არსი, შრომის კოდექსის იერარქია ნორმატიულ აქტებში

  • შრომის კოდექსის მიმართება სამოქალაქო კოდექსთან და სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლები

  • შრომის კოდექსის მოქმედების სფერო, შრომის კოდექსი, როგორც ორგანული კანონი და მისი მნიშვნელობა შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებაში

  • სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების შემთხვევები

  • საერთაშორისო აქტები, როგორც უშუალოდ მოქმედი ნორმები და მიმართება

  • შრომის კოდექსთან

  • შრომითი ურთიერთობის დეფინიცია

  • შრომის ხელშეკრულების მიმართება სხვა მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებთან (მომსახურებისა და ნარდობის ხელშეკრულება)

  • შრომის ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნების გამოყოფა და იდენტიფიცირება

  • საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი და მე-2 მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 316-318, 327-328-ე მუხლები

  • საკითხები მსჯელობისთვის - სასამართლო პრაქტიკა



დღე 2


  • შრომის ხელშეკრულების დადება

  • ხელშეკრულების დადების ვადებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები

  • განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულების კანონისმიერი შემთხვევები

  • ვადიანი შრომის ხელშეკრულების „გარდაქმნა“ უვადო შრომის ხელშეკრულებად

  • სასამართლო პრაქტიკაში არსებული პრობლემები. შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობები, მიმართება სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლთან

  • შრომის ხელშეკრულების ბათილობის შემთხვევები, მიმართება სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ბათილობის შედეგებთან

  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6, მე-7, მე-8 მუხლი ასევე, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი

  • საკითხები მსჯელობისთვის - სასამართლო პრაქტიკა



დღე 3


  • შრომის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები

  • შეწყვეტის საფუძვლები

  • შეწყვეტის პრობლემური საკითხების ანალიზი

  • 37.1 მუხლის „ზ“ და „თ“ პუნქტების მიმართება და სასამართლო პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხები

  • „კ“ პუნქტში არსებული მოწესრიგება და ბოლოდროინდელი სასამართლო პრაქტიკის ტენდენციები

  • შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის წესი

  • შეწყვეტის წესების ურთიერთმიმართება და პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხების სამართლებრივი ანალიზი

  • დავა შრომითი ურთიერთობის დროს

  • ე.წ. შემათანხმებელი პროცედურების გამოყენება და პრაქტიკული მაგალითები

  • გაფიცვის მართლზომიერება და სასამართლო განხილვის სპეციფიკა

  • შრომის კოდექსის 37-38-ე; 47-ე და 50-51 მუხლები.

  • შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ მოქმედი მატერიალური და პროცესუალური ვადები

  • 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილებებამდე და ცვლილებების შემდგომ არსებული სასამართლო პრაქტიკა

  • მიმართება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლთან; 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელების „სამართლიანობა“

  • შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი ვადების პროცესუალური და მატერიალური ხასიათი

  • 30 დღიანი ვადა, როგორც ხანდაზმულობის ვადა

  • თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ბოლო დროს განვითარებული სასამართლო პრაქტიკის პრობლემური საკითხები და მისი მიმართება საკანონმდებლო ცვლილებების მიზნებთან

  • შრომის კოდექსის 37-38-ე მუხლები

  • ასევე, სამოქალქო კოდექსის 129-ე მუხლი

  • საკითხები მსჯელობისთვის - სასამართლო პრაქტიკა

  • შეკითხვები თემაზე




ორგანიზაციული დეტალები


           

             ტრენინგის დღეები : 27, 29, 30 ნოემბერი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 19:00 - 21:30

შესვენება : 15-15 წუთი coffee break

ტრენინგის ღირებულება: 325 ლარი

ტრენინგის მისამართი: შ.ნუცუბიძის 129ა

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი










თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია