ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
მაკროეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი საკითხები


კურსის აღწერა


 ტრენინგის მიზანია მსმენელს პოპულარულ ენაზე გააცნოს მაკროეკონომიკის და მონეტარული პოლიტიკის საინტერესო საკითხები. ტრეინინგის ფარგლებში განხილული იქნება:

  • ეკონომიკური ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას გრძელვადიან პერიოდში.

  • როგორი უნდა იყოს პოლიტიკის რეაგირება სხვადასხვა შოკების პირობებში, რომლებიც მუდმივად ხდება.

  • რა მნიშვნელობა აქვს საგარეო სექტორს საქართველოს ეკონომიკისთვის და რა ინდიკატორებს უნდა დავაკვირდეთ ქვეყნის საგარეო პოზიციისა და კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად.

  • რას ნიშნავს და რატომ არის მნიშვნელოვანი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი.

  • რა არის ინფლაცია და როგორ უნდა ვაკონტროლოთ იგი.

  • როგორ ხორციელდება მონეტარული პოლიტიკა საქართველოში.

  • რა ინსტრუმენტებს იყენებს ეროვნული ბანკი და რა როლი აქვს რეფინანსირების სესხებს მონეტარული პოლიტიკის განხორციელების პროცესში.

აღნიშნულ საკითხებზე ხშირად არის დისკუსია, ხშირად ისმის განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები პრესითა თუ სხვა მედია საშუალებებით.ტრეინინგის მსვლელობისას ჩვენ შევეცდებით გავცეთ პასუხი ამ კითხვებს, როგორც თეორიული არგუმენტებით, ასევე საქართველოსა და სხვა ქვეყნების მაგალითებზე ემპირიული დაკვირვებით.

     ტრენინგს წაუძღვება არჩილ იმნაიშვილი. არჩილი ამჟამად იკავებს საქართველოს ეროვნული ბანკის  მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი ხელმძღვანელის პოზიციას.




ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

 

  • ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის

  • საბანკო სექტორის წარმომადგენლებისათვის

  • საჯარო სექტორის წარმომადგენლებისათვის

  • ეკონომისტებისათვის

  • საგნით დაინტერესებულ პირთათვის


დღე 1

ეკონომიკური ზრდა


  • სოლოუს ზრდის მოდელი.

  • რა განსაზღვრავს ეკონომიკურ ზრდას გრძელვადიან პერიოდში.

  • დანაზოგების როლი ეკონომიკურ ზრდაში.

  • ინვესტიციების როლი ეკონომიკურ ზრდაში.

  • პროდუქტიულობის როლი ეკონომიკურ ზრდაში.



დღე 2

ერთობლივი მოთხოვნისა და მიწოდების ანალიზი



  • მოთხოვნასა და მიწოდებაზე მოქმედი ფაქტორები.

  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი წონასწორობა.

  • რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ტიპის შოკები მოთხოვნა- მიწოდებაზე და როგორი უნდა იყოს პოლიტიკის რეაგირება სხვადასხვა შოკის დროს.

  • 2015 წლის საგარეო შოკი და პოლიტიკის რეაგირება





დღე 3

საგარეო სექტორი


  • რატომ არის მნიშვნელოვანი საგარეო სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის.

  • რა არის საგადასახდელო ბალანსი და რა კომპონენტებისგან შედგება.

  • რა არის მიმდინარე ანგარიში და რატომ არის მნიშვნელოვანი.

  • რამდენი უნდა ქონდეს ქვეყანას საერთაშორისო რეზერვი და რისთვის გვჭირდება.

  • რა არის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი და რატომ არის მნიშვნელოვანი.

  • საგარეო ვალი და მისი სტრუქტურა.


დღე 4

გაცვლითი კურსის რეჟიმები და ოპტიმალური სავალუტო სივრცე

  • გაცვლითი კურსის რეჟიმები.

  • გაცვლითი კურსი, როგორც საგარეო შოკების შემარბილებელი.

  • ოპტიმალური სავალუტო სივრცის თეორია, რა შემთხვევაშია ოპტიმალური ორი ქვეყნისთვის საერთო ვალუტის ქონა.

  • გაცვლითი კურსი და ფინანსური კრიზისი.

  • რატომ არის მცურავი გაცვლითი კურსი ოპტიმალური არჩევანი საქართველოსთვის.



დღე 5

ოპტიმალური მონეტარული პოლიტიკა და ინფლაცია

  • რა არის მონეტარული პოლიტიკის მიზანი.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი დაბალი და სტაბილური ინფლაცია.

  • რამდენი უნდა იყოს ინფლაცია ქვეყანაში.

  • რის მიხედვით იცვლება რეფინანსირების განაკვეთი.

  • პროგნოზირების როლი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას.

  • მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაცია.



დღე 6

მონეტარული პოლიტიკის განხორციელება

  • რა ინსტრუმენტები აქვს ეროვნულ ბანკს და რისთვის იყენებს მათ

  • რა როლი აქვს რეფინანსირების სესხებს მონეტარული პოლიტიკის განხორციელების პროცესში

  • რა არის ლიკვიდობის მართვა

  • მოკლევადიანი ლიკვიდობის პროგნოზირება



ორგანიზაციული დეტალები


შესვენება : 15 წუთი coffee break

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

შესაძლებელია კორპორატიული ტრენინგის ორგანიზება

რეგისტრაციის გავლის შემდგომ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ტრენინგის გააქტიურების შესახებ

 






თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია