ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS)


კურსის აღწერა


კურსის მიზანია სიღრმისეულად შეგასწავლოთ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები. განხილული იქნება საქართველოში ყველაზე აქტუალური და ხშირად გამოყენებადი სტანდარტები, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ დონეზე.

ტრენინგს წაუძღვება ლევან ოქრაძე. ლევანი ფლობს მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას როგორც

პროფესიული, ისე ტრენინგების ჩატარების კუთხით. ის 5 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში (KPMG, Baker Tilly, Nexia)აუდიტორად, კონსულტანტად და მენეჯერად. ამჟამად ლევანი იკავებს წამყვანი სპეციალისტის პოზიციას საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული ჯგუფებისა და საზედამხედველო დეპარტამენტში.


ტრეინინგის შემდგომ თქვენ შეძლებთ:


  • განსაზღვროთ თითოეული გავლილი სტანდარტის მოთხოვნები და სპეციფიკა

  • მოარგოთ ორგანიზაციას სტანდარტების მოთხოვნები

  • განახორციელოთ ოპერაციების აღრიცხვა IFRS - ის მიხედვით

  • ააწყოთ ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგებები IFRS - ის მიხედვით

              



ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

 

  • ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის

  • ბუღალტრებისათვის

  • საგნით დაინტერესებულ პირთათვის

დღე 1

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მოკლე მიმოხილვა


  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მოკლე მიმოხილვა

  • ფასს 1 – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა

  • ბასს 1 – ფინანსური ანგარიშგების პრეზენტაცია


დღე 2

ბასს 2 – სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები



  • მარაგების აღიარება, მათი პირველადი და შემდგომი შეფასება

  • მარაგების ჩამოწერა და ჩამოწერის მეთოდები



დღე 3

ბასს 16 – ძირითადი საშუალებები


  • ძირითადი საშუალებების აღიარება, მათი პირველადი და შემდგომი შეფასება.

  • ძირითად საშუალებებზე გაწეული დანახარჯების აღრიცხვა.

  • ცვეთა და ჩამოფასება

  • ძირითადი საშუალებების გაცვლა, რეალიზაცია და ჩამოწერა


დღე 4

ბასს 38 – არამატერიალური აქტივები


  • არამატერიალური აქტივების ტიპები, მათი აღიარება და შეფასება

  • არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია და გაუფასურება

  • კვლევისა და განვითარების დანახარჯების არამატერიალურ აქტივებად აღიარება


დღე 5

ფასს 15 – შემოსავალი კონტრაქტებიდან


  • შემოსავლის აღიარების 5 პუნქტიანი პროცესი

  • გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება და ფასდათმობა

  • რეალიზაცია შემდგომი უკან შესყიდვის პირობით

  • რეალიზაცია კონსიგნაციით.

  • რეალიზაცია გარანტიებით.


დღე 6

ფასს 15 – შემოსავალი კონტრაქტებიდან


  • გრძელვადიანი კონტრაქტებიდან შემოსავლის აღიარება პროცენტული დასრულებისა და დასრულებული კონტრაქტის მეთოდებით

  • ზარალიანი გრძელვადიანი კონტრაქტების აღრიცხვა


დღე 7

ბასს 17 / ფასს 16 – ლიზინგი


  • ლიზინგის კლასიფიკაცია

  • მეიჯარესა და მოიჯარეს მიერ ლიზინგის აღრიცხვა

  • გაყიდვისა და შემდგომ ლიზინგად უკან დაბრუნების აღრიცხვა



ორგანიზაციული დეტალები


 

ტრენინგის დღეები : ოქტომბერი

ტრენინგის საათები : 19:00 - 21:30 სთ  ( 15 წუთი coffee break)

ტრენინგის ღირებულება: 550 ლარი

ტრენინგის მისამართი: თბილისი, შ.ნუცუბიძის 129ა

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

შესაძლებელია კორპორატიული ტრენინგის ორგანიზება

 

 






თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია