ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
ფულის გათეთრებასთან ბრძოლის უახლესი ტენდენციები და ქართული გამოცდილება


კურსის აღწერა


კურსის მიზანია, პრაქტიკულ საწყისებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით, მსმენელს მიაწოდოს ინფორმაცია ფულის გათეთრების უახლესი ტიპოლოგიებისა და მათთან ბრძოლის თანამედროვე სამართლებრივი მეთოდების თაობაზე. ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზემოაღნიშნული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების როლსა და მნიშვნელობას, სამართალწარმოების პროცესში ინფორმაციის საერთაშორისო ქსელებით გაცვლის სპეციფიკას, კრიპტოვალუტების ელემენტს ფულის გათეთრების შემთხვევებთან მიმართებაში და

სხვა საკვანძო საკითხებს.

  ტრენინგს წაუძღვება ჯაბა უსენაშვილი. ჯაბას გააჩნია ხანგრძლივი საგამოძიებო და საპროკურორო გამოცდილება, უკანასკნელი წლების მანძილზე იგი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი ფულის გათეთრების დანაშაულთა სპეციალიზაციით. ამჟამად იგი ხელმძღვანელობს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკურ სამმართველოს. სხვადასხვა დროს მონაწილეობა იღებდა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილ არაერთ საერთაშორისო ფორუმებსა თუ სამუშაო შეხვედრებში. პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.




ტრეინინგის თქვენ გაეცნობით:


  • ფულის გათეთრებასთა ბრძოლის ეროვნულ და საერთაშორისო სისტემებს და საკანონმდებლო ჩარჩოს

  • ფულის გათეთრების პრაქტიკაში გავრცელებული ტიპოლოგიებს

  • ფულის გათეთრების საქმეთა სამართალწარმოების პროცესს

              



ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

 

  • ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის

  • საბანკო სექტორის წარმომადგენლებისათვის

  • საჯარო სექტორის წარმომადგენლებისათვის

  • საჯარო და კერძო საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებისათვის

  • იურისტებისათვის

  • საგნით დაინტერესებულ პირთათვის

დღე 1

ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ეროვნული და საერთაშორისო

სისტემების ზოგადი მიმოხილვა


  • საკანონმდებლო ჩარჩო - ფულის გათეთრებისა და მასთან მომიჯნავე დანაშაულთა

  • გამოვლინების თანამედროვე ფორმები. მსგავსებები და განსხვავებები:

o წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება

o უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია

o უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა,ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება

  • ინსტიტუციური მოწყობა - ფულის გათეთრებასთან ბრძოლოს სფეროში მომუშავე:

o ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები

o მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოები

o სამართალდამცავი ორგანოები

  • საერთაშორისო თანამშრომლობა

  • ანალიტიკური და მეთოდოლოგიური მიმართულება:

o ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი (FATF)

o ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა

o შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (Moneyval)

o ეგმონტის ჯგუფი (Egmont Group)

  • ოპერატიული და მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო არხები:

o სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ტრადიციული არხი (MLA)

o ინტერპოლი (Interpol)

o ევროპოლი (Europol),

o ფინანსური დაზვერვის ქსელი (FIU channels)

o კარინის ქსელი (CARIN)

o ორმხრივი შეთანხმებები


დღე 2

ფულის გათეთრების პრაქტიკაში გავრცელებული ტიპოლოგიები (case study):



  • სოციალური ინჟინერია

  • საკრედიტო ბარათების თაღლითობა (Credit Cards Fraud) და ამ გზით მიღებული თანხების ლეგალიზაცია

  • საინვესტიციო აფიორა (Ponzi scheme)

  • „ჰავალას სისტემა“




ფულის გათეთრების საქმეთა სამართალწარმოების პროცესის საკვანძო

ასპექტები


  • სისხლის სამართლის საქმის გამოძიება

o ფიგურანტ პირებთა ფინანსური პროფილის ანალიზი

o დანაშაულებრივად მოქმედ პირთა ვერბალური და ინტერნეტ-სოციალური კავშირების დადგენა

o ჩხრეკა-ამოღება

o საბანკო ანგარიშების მონიტორინგი

o ყადაღა

o სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები

  • საქმის სასამართლოში განხილვა

  • საზღვარგარეთ გადინებული და ლეგალურ ეკონომიკაში ინტეგრირებული მიტაცებული აქტივების მიკვლევა, იდენტიფიცირება და დაბრუნება


დღე 3

ფულის გათეთრების განსაკუთრებით რთული შემთხვევები (case study)

  • ავტონომიური ფულის გათეთრების შემთხვევები

  • ფულის გათეთრება კრიპტოვალუტების გამოყენებით

  • ყალბი პასპორტების „ეპიდემია“ ფულის გათეთრების სფეროში


გამოწვევები და პერსპექტივები

  • ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პროცესში დაშვებული გავრცელებული შეცდომელი

  • კანონის მიზანმიმართული იგნორირების კონცეფცია

  • სამართალწარმოების პროცესის დებიუროკრატიზაცა

  • წინასასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთღიარებისა და დაუყოვნებელი

  • აღსრულების პოლიტიკა

  • კრიპტოვალუტების რეგულირებასთან დაკავშირებული ინიციატივები

  • ტექნოლოგიების გაუმჯობესება



ორგანიზაციული დეტალები


შესვენება : 15 წუთი coffee break

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

შესაძლებელია კორპორატიული ტრენინგის ორგანიზება

რეგისტრაციის გავლის შემდგომ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ტრენინგის გააქტიურების შესახებ

 






თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია