ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
Always keep IT in mind
კურსი აგებულია მაქსიმალური შედეგების მისაღწევად და მოიცავს სამ ფაზას, ორ დასასწრებ და ერთ გამოცდილების დასაგროვებელ შუალედურ პერიოდს. პირველი ბლოკი მიმართულია საბაზისო ცოდნის და ხარვეზების შესავსებად, რომ განვსაზღვროთ მიმართულებები, თუ რას და როგორ უნდა მივაქციოთ ყურადღება. შემდეგ საშუალება გვექნება დავაკვირდეთ და მოვიპოვოთ ინფორმაცია შესწავლილ საკითხებზე დაფუძნებით და ბოლოს, საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების ანალიზით განვიხილავთ და ჩამოვაყალიბებთ მყარ საფუძვლებს. 
კურსის ძირითადი მიზანია რეალური მაგალითების ანალიზის მეთოდის გზით, ძირითადი საკითხების გაუმჯობესების და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების განსაზღვრა.

ტრენინგზე განხილული იქნება:
  • IT-ის საფუძვლები
  • IT VS ბიზნესი
  • თანამედროვე საკითხები და გადაწყვეტილებები
  • IT პროდუქტ მენეჯმენტი
  • თანამედროვე მიდგომები/მეთოდები
  • როგორ მივაღწიოთ სტაბილურ დეველოპმენტს
ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:
  • საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის
  • ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
  • სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებისათვის
  • ნებისმიერი ინტერნეტ პლათფორმის მქონე კომპანიის წარმომადგენლებისათვის
  • საშუალო და მსხვილი საწარმოს წარმომადგენლებისათვის
  • სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის
  • თემატიკით დაინტერესებული პირებისათვის

თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია