ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
ფინანსური ანალიზი დაკრედიტების პროცესში საკრედიტო და საბაზრო რისკები


კურსის აღწერა

კურსი მოგაწვდით ინფორმაციას დაკრედიტების პროცესზე და გაგაცნობთ მასთან დაკავშირებულ ხშირად დაშვებული შეცდომების თავიდან აცილების მიდგომებს. დეტალურად განიხილავს მსესხებლის ფინანსურ ანალიზის სპეციფიკას და

თავისებურებებს. პრაკტიკული მაგალითის დახმარებით გაეცნობით დღგ-ს ფინანსურ უწყისებში ასახვის მიდგომებს. განხილული იქნება სამივე ფინანსური უწყისის (მ/ზ, ბალანსი და cash-flow) ურთიერთკავშირი პრაქტიკული მაგალითების მიხედვით და მოხდება პირდაპირი და არაპირდაპირი cash-flow-ს აწყობა და შინაარსის გაანალიზება (ჯვარედინი გადამოწმების პრაქტიკული მაგალითებზე დაყრდნობით განხილვა). განხილული მაგალითების დახმარებით მოხდება მსესხებლის ფინანსური ინფორმაციით ლიკვიდობის, მომგებიანობის, გადამხდელუნარიანობის და cash-flow-ს მაჩვენებლების ანალიზი. ასევე განხილული იქნება ისეთი შემთხვევა, როდესაც დაკავშირებული მხარის ფინანსური ინფორმაციის კონსოლიდაცია ხდება საჭირო ფინანსურ უწყისებში. გაეცნობით ბუღალტრული ჩანაწერების სპეციფიკას, შესაბამისი გატარებების ლოგიკას და ბუღალტრული ჩანაწერებიდან მენეჯერული აღრიცხვის მიზნებისთვის

ფინანსური ანგარიშგებების წარმოებას.

.

 ტრენინგს წაუძღვება თემურ აბელაშვილი. თემური სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს წამყვან კომერციულ ბანკებში, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკში და ფლობს მდიდარ გამოცდილებას მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორატიულ დაკრედიტებათან დაკავშირებული რისკების მართვის კუთხით.

.


ტრენინგზე თქვენ:


  • გაეცნობით კლიენტის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისას ხშირად დაშვებულ შეცდომებს;

  • შეისწავლით დარიცხვისა და საკასო მეთოდის ბუღალტრულ აღრიცხვას და მათ პრაქტიკულ რეალიზაციას ფინანსურ უწყისებში;

  • გაიგებთ დღგ-ს ფინანსურ ანგარიშგებაში გათვალისწინების მიდგომებს და მოცემული ანგარიშგებების სწორად აწყობის პრინციპებს;

  • გაეცნობით და შეისწავლით დაკავშირებული მხარის ფინანსურ ანგარიშგებებში გათვალისწინების მიდგომებს;

  • შეძლებთ ბუღალტრული ჩანაწერებიდან მენეჯერული ფინანსური უწყისების წარმოებას;

  • პრაკტიკულად გაეცნობით მოგება-ზარალის, ბალანსის და ფულის მოძრაობის უწყისის ურთიერთკავშირს;

  • შეაფასებთ ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურობას და გადამხდელუნარიანობას;

  • გაეცნობით კოვენანტების დეფინიციას და მათი პრაქტიკული გამოყენება დაკრედიტების პროცესში;



ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

 

  • ფინანსური ინსტიტუტის თანამშრომლები

  • კონტროლინგის თანამშრომლები;

  • აუდიტის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საკრედიტო პორტფელის ხარისხობრივ შემოწმებას;

  • საკრედიტო რისკ მენეჯერებისთვის;

  • დაკრედიტების სამსახურის თანამშრომლები;

  • საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების თანამშრომლებისთვის, ვისაც აქვთ ფინანსურ ანგარიშგებებთან შეხება.


დღე 1

დაკრედიტების პროცესის სრული აღწერა და თავისებურებები


  • დაკრედიტების პროცესის სრული აღწერა

  • ანგარიშგებაში დადასტურებული და განცხადებული ინფორმაციების ერთმანეთისგან გამიჯვნა

საკასო და დარიცხვის მეთოდების განხილვა და დღგ


  • რა არის საკასო მეთოდი

  • რა არის დარიცხვის მეთოდი

  • რა არის დღგ და როგორ უნდა მოხდეს მისი ფინანსურ ანგარიშგებებში გათვალისწინება

  • Case Study


დღე 2

მსესხებლის ფინანსური ანალიზი


  • რა არის ფინანსური ანალიზი

  • ბუღალტრულ ანგარიშებში გატარებების წარმოება Case Study

  • ბრუნვითი უწყისის სწორად წაკითხვა

  • მოგება-ზარალის აწყობა ბრუნვითი უწყისიდან

  • ბალანსის აწყობა ბრუნვითი უწყისიდან

  • ფულის მოძრაობის უწყისის (Cash-Flow) აწყობა სალაროს და ბანკის ანგარიშების ბრუნვიდან

  • Case Study




დღე 3

დაკავშირებული მხარის ფინანსურ ანგარიშგებაში გათვალისწინება


  • რა არის დაკავშირებული მხარე და რა რეგულაციები არსებობს სებ-ის მხრიდან მოცემულის იდენტიფიცირებისა და შესაბამისი აღრიცხვისთვის

  • ფინანსურ უწყისებს შორის ურთიერთკავშირი და ჯვარედინი გადამოწმება Case Study




დღე 4

ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი


  • ლიკვიდობის მაჩვენებლები;

  • მომგებიანობის მაჩვენებლები;

  • ეფექტურობის მაჩვენებლები;

  • გადამხდელუნარიანობის მაჩვენებლები;

  • Cash-flow სთან დაკავშირებული მაჩვენებლები Case Study




ორგანიზაციული დეტალები



შესვენება : 15 წუთი coffee break

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

შესაძლებელია კორპორატიული ტრენინგის ორგანიზება

რეგისტრაციის გავლის შემდგომ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ტრენინგის გააქტიურების შესახებ

 






თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია