ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
იცნობდე შენს კლიენტს სტანდარტი (KYC) რისკზე დაფუძნებული მიდგომა (RBA)


 

კურსის აღწერა

 

კუსრის განმავლობაში განიხილება კანონმდებლობაში დაგეგმილი სიახლეები, რისკზე დაფუძნებული მიდგომის არსი, „იცნობდე შენს კლიენტს“ პროცედურის დეტალები, ოფშორულ იურისდიქციებთან დაკავშირებული საინტერესო და საყურადღებო საკითხები. თითოეული საკითხი განიხილება დეტალურად კონკრეტული მაგალითების საფუძველზე. კურსის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია, საერთაშორისო სტანდარტების, კანონმდებლობის და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი, რისკზე დაფუძნებული მიდგომის იმპლემენტაციის საშუალებების შესახებ. განხილული იქნება ორგანიზაციის წინაშე არსებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების მეთოდოლოგია და მართვის საშუალებები.

 

 

სწავლების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

 

       უზრუნველყოთ კლიენტების, პროდუქტების, გეოგრაფიული არეალის და სხვა ტიპის საწყისი და ნარჩენი რისკფაქტორების იდენტიფიცირება და შეფასება;

       განსაზღვროთ იდენტიფიცირებული რისკების მიტიგაციის საშუალებები;

       ხელი შეუწყოთ ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას საზედამხედველო მოთხოვნებთან;

       დანერგოთ პრევენციული ზომები, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ორგანიზაციის

                უკანონო მიზნით გამოყენების საფრთხე;

       გაიაზროთ საკანონმდებლო და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები;

       გააანალიზოთ და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შეიმუშაოთ კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცედურები;

       მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვროთ სიფრთხილის ზომის ხარისხი;

       შეიმუშავოთ KYC სტანდარტის ეფექტური ჩარჩო;

       ხელი შეუწყოთ ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას საზედამხედველო მოთხოვნებთან;

       დანერგოთ პრევენციული ზომები, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ორგანიზაციის უკანონო მიზნით გამოყენების საფრთხე;

 

              

ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:

 

       ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის

       საბანკო სექტორის წარმომადგენლებისათვის

       საჯარო სექტორის წარმომადგენლებისათვის

       საჯარო და კერძო საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებისათვის

       იურისტებისათვის

       საგნით დაინტერესებულ პირთათვის

 

დღის წესრიგი

დღე 1

რისკზე დაფუძნებული მიდგომის არსი და მიზანი

რისკის კრიტერიუმები და მათი იდენტიფიკაცია

 

       პროდუქტთან და მომსახურებასთან დაკავშირებული რისკის კრიტერიუმები

       ფიზიკურ პირებთან დაკავშირებული რისკის კრიტერიუმები

       ფულის გათეთრების პრობლემა საქართველოში

 

 

რისკების შეფასება და მონიტორინგი

 

       მაღალი რისკის კლიენტები

       საშუალო რისკის კლიენტები

       დაბალი რისკის კლიენტები

       რისკების გადაფასება და მონიტორინგი

 

რისკების მართვა

 

       კონტროლის სამი ხაზი

დღე 2

პოცედურა ,,იცნობდე შენს კლიენტს”

 

       KYC არსი და კომპონენტები

       საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით

 

კლიენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება საქმიანი ურთიერთობების დაწყებისას

 

       ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია

       იურიდიული პირების იდენტიფიკაცია

       ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენა

       რთული და მარტივი სტრუქტურები

       მმართველობის და კონტროლის სტრუქტურის დადგენა

       ბენეფიციარი მესაკუთრის შენიღბვის საშუალებები

       საქმიანობის სფეროს და შემოსავლის წყაროს დადგენა

 

ფულის გათეთრების კონტროლი საქართველოში

 

       კანონმდებლობა

       საზედამხედველო ორგანოები

       მონიტორინგის განმაროციელებელი პირები

 

 

დღე 3

კლიენტის საქმიანობის მუდმივი მონიტორინგი

 

       ფიზიკური პირის უჩვეულო ქცევის აღმოჩენა

       იურიდიული პირის უჩვეულო ქცევის აღმოჩენა

       ნაღდი ფულით განხორციელებული ტრანზაქციების მონიტორინგი

       უჩვეულო გარემოებები სესხის გაცემის და საკრედიტო რისკის შეფასების

       უძრავი ქონების სექტორის კლიენტების მონიტორინგი

       საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული კლიენტების მონიტორინგი

 

 

             

დღე 4

კლიენტების ვერიფიკაცია ინფორმაციის ღია მონაცემების საშუალებით

 

       საქართველოში არსებული ღია მონაცემები

       სხვა ქვეყნების ღია მონაცემები

 

 

KYC და რისკზე დაფუძნებული მიდგომა

 

       სიფრთხილის სტანდარტული ზომები CDD

       სიფრთხილის გაძლიერებული ზომები EDD

       სიფრთხილის გამარტივებული ზომები SDD

 

 

ტრენერის შესახებ

ტრენინგს გაუძღვება ინგა მუმლაძე, რომელსაც აქვს საბანკო სფეროში 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება, როგორც ბიზნეს განყოფილებაში ასევე შესაბამისობის და AML მიმართულებით. AML მიმართულებით საბანკო სფეროში მუშაობისას ის მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო AML ტრენინგში, რომელიც ითვალისწინებდა ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკების შესწავლა/დანერგვის პროცესებზე ცოდნის გაღრმავებას.  ამჯერად ინდა არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შესაბამისობის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

ორგანიზაციული დეტალები

 

 

ტრენინგის დღეები : 18-19-20-21 დეკემბერი

ტრენინგის ღირებულება: 570 ლარი

ტრენინგის მისამართი: თბილისი, შ.ნუცუბიძის 129ა

 

შესვენება : 15 წუთი coffee break

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

რეგისტრაციის გავლის შემდგომ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ტრენინგის გააქტიურების შესახებ

 


 




 

 







თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია