ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
საგადასახადო კანონმდებლობა


კურსის აღწერა


რენინგი გამიზნულია მსმენელთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ ან/და გაიღრმავონ ცოდნა საგადასახადო დაბეგვრის კუთხით და მოახდინონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. კურსის მიმდინარეობისას დეტალურად განიხილება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა - საგადასახადო კოდექსი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სიტუაციური სახელმძღვანელოები (ე.წ. მენუალები), შემოსავლების სამსახურის კომენტარები, მეთოდური მითითებები და ა.შ. განხილული იქნება პრაქტიკაში არსებული ქეისები.

ტრენინგს გაუძღვება თეონა კუნჭულია, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. თეონას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის რვა წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ბოლო 4 წელი იკავებდა ჯგუფის უფროსის პოზიციას. იგი აქტიურად იყო ჩართული საგადასახადო შემოწმებების ჩატარებაში, აქტების შედგენასა და შემოწმების მასალების განხილვაში, საგადასახადო დავებში და კარგად იცნობს არსებულ მიდგომებს, ხედვებს, რომელსაც გაგიზიარებთ ტრენინგის მსვლელობისას.

დღე 1

საგადასახადო სამართლის ზოგადი მიმოხილვა


  • გადასახადის ცნება, სახეები და სტრუქტურა

  • ვადების განსაზღვრა

  • ხანდაზმულობის ვადა

  • ძირითად ტერმინთა განმარტება

  • ურთიერთობა საგადასახადო ორგანოებთან და საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირება,  საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა


დღე 2

  პირველადი საგადასახადო დოკუმენტები

  • სასაქონლო-ზედნადები

  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

  • მიღება-ჩაბარების აქტი

  • ფორმა 2

  • სალაროს გასავლის/შემოსავლის ორდერი და სხვა

  • საშემოსავლო გადასახადი

3 დღე

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები

  • მიკრო ბიზნესი

  • მცირე ბიზნესი

  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი

  • პრაქტიკული სავარჯიშოები

4 დღე

მოგების გადასახადი

  • გადასახადის გადამხდელი

  • დაბეგვრის ობიექტი (ძველი და ახალი ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით)

  • გადასახადის განაკვეთი

  • გადასახადისგან გათავისუფლება

  • სიტუაციური სახელმძღვანელოები ე.წ. მენუალები

5 დღე

   ერთობლივი შემოსავალი და გამოქვითვები

  • ერთობლივი შემოსავალი

  • გამოქვითვები და ზარალი

  • სიტუაციური სახელმძღვანელოები ე.წ. მენუალები

  • მეთოდური მითითებები

6 დღე

  • შემოსავლების დაბეგვრა გადასახადის წყაროსთან

  • საგადასახადო აღრიცხვის წესები

  • საშემოსავლო და მოგების გადასახადის ადმინისტრირების წესები

  • პრაქტიკული მაგალითები

7 დღე

დამატებული ღირებულების გადასახადი (I ნაწილი)

  • გადასახადის გადამხდელი

  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება

  • დასაბეგრი ოპერაცია, თანხა და დრო

  • ავანსის დღგ-ით დაბეგვრა

8 დღე

დამატებული ღირებულების გადასახადი (II ნაწილი)


  • საბაჟო რეჟიმების დღგ-ით დაბეგვრა

  • საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ადგილი

  • გადასახადისგან გათავისუფლება

  • გადასახადის განაკვეთი, დეკლარაციის წარდგენის ვადა და დღგ-ის გადახდ

9 დღე

·         დამატებული ღირებულების გადასახადი (III ნაწილი)

  • დღგ-ს ჩათვლები

  • სპეციალური წესები (უკუდაბეგვრა, შერეული ოპერაცია, წარმომადგენლის ოპერაცია)

  • სიტუაციური სახელმძღვანელოები ე.წ. მენუალები, კომენტარებიდან მაგალითები

  • პრაქტიკული სავარჯიშოები

10 დღე

  • აქციზი

  • იმპორტის გადასახადი

11 დღე

ქონების გადასახადი

  • გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი

  • გადასახადის განაკვეთი

  • მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი

  • მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი

  • ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა

  • გადასახადისგან გათავისუფლება

  • სიტუაციური სახელმძღვანელოების ე.წ. მენუალების განხილვა

  • პრაქტიკული სავარჯიშოები

12 დღე

  • საგადასახადო სამართალდარღვევები

  • საგადასახადო შეთანხმება

  • საგადასახადო დავები

  • პრაქტიკული სავარჯიშოები


ორგანიზაციული დეტალები

ქალაქი: თბილისი

მისამართი: თბილისი, შ.ნუცუბიძის 129ა

ტრენინგის ხანგრძლივობა : 16 ნოემბერი - 30 ნოემბერი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 13:00 - 15:30 ( 15 წუთი coffee break)

ფასი : 530 ლარი


თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია