ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
კორპორაციული ფინანსები და ფინანსური მოდელირება


კურსის აღწერა


კურსის პირველი ნაწილი დაეთმობა  ფულის ღირებულება დროში კონცეფციის, ფულადი ნაკადების განლაგებას დროის წრფეზე და მათ დისკონტირების ინტენსიურ სწავლებას. გაეცნობით კომპანიის ფინანსური უწყისების პროგნოზირებას და მათზე დაყრდნობით ნახავთ თუ როგორ შეიძლება საპროგნოზო მაჩვენებლებით გამოვითვალოთ კომპანიის ან აქტივის ღირებულება.

მეორე ნაწილი კი მოიცავს კომპანიის აქციონერთა კაპიტალის, ვალის შეფასების ტექნიკის გაცნობას, მოდილიანი მილერის თეორიას სადაც განვიხილავთ კომპანიის ღირებულების დამოკიდებულებას სხვადასხვა დაბეგვრის რეჟიმებში, ფინანსური რისკებზე და ტრანზაქციების ხარჯებზე. შეისწავლით საოპერაციო ლევერიჯის გამოთვლას და განვიხილავთ მათ კავშირს ფინანსურ ლევერიჯთან.

ტრენინგს წაუძღვება ნიკო თოთლაძე.  ნიკო მრავალი წლის განმავლობაში იკავებდა კორპორაციული ფინანსების ხელმძღვანელის, მთავარი ფინანსური ოფიცრის და სხვა წამყვან პოზიციებს კერძო კომპანიებში. ამჟამად იგი მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების, პორტფელის მენეჯერის პოზიციაზე.




ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:


  • ფინანსური ინსტიტუტების თანამშრომლები

  • ფინანსური ანალიტიკოსები

  • ფინანსების მენეჯერები

  • ინვესტიციების სპეციალისტები

  • კორპორატიული ბანკირები

  • თემატიკით დაინტერესებული პირები



დღე 1

ფულის ღირებულება დროში და საპროცენტო განაკვეთები



  • დროის წრფე

  • ფულადი ნაკადები

  • დისკონტირება

  • ფულის ახლანდელი ღირებულება

  • რისკი და უკუგება

  • დისკონტირების კოეფიციენტი

  • კაპიტალური აქტივების შეფასების მოდელი (CAPM)



2 დღე


საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების წესები



  • წმინდა ახლანდელი ღირებულება (NPV)

  • შიდა ამოგების კოეფიციენტი (IRR)


 ფინანსური უწყისების სტრუქტურა და პროგნოზირება (პრაქტიკული სამუშაო Excel-ში)


  • მოგება ზარალის უწყისი

  • ბალანსი

  • ფულადი ნაკადების უწყისი

  • თავისუფალი ფულადი ნაკადები



3 დღე

კაპიტალის სტრუქტურა და შეფასება


  • კაპიტალის სტრუქტურა

  • აქციონერთა კაპიტალის შეფასება

  • სესხის შეფასება

  • პრივილეგირებული კაპიტალის შეფასება


4 დღე


მოდილიანი და მილერის თეორია


  • კომპანიის ღირებულება და კაპიტალის სტრუქტურა

  • ლევერიჯი, გადასახადები გაკოტრების რისკი და მათი გავლენა კომპანიის ღირებულებაზე

  • საოპერაციო ლევერიჯი, კოეფიციენტებით შეფასება



ორგანიზაციული დეტალები


 

ტრენინგის დღეები : 20, 22, 27, 29 ნოემბერი

ტრენინგის საათები : 19:00 - 21:30 სთ

ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი

ტრენინგის მისამართი: თბილისი, შ.ნუცუბიძის 129ა

შესვენება : 15 წუთი coffee break

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი






თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია