ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
საბაჟო პროცედურები და ტვირთის გაფორმების სპეციფიკა


კურსის აღწერა


ტრენინგის მიზანია მსმენელს გააცნოს საბაჟო პროცედურებთან და ტვირთის გაფორმებასთან დაკავშირებული ფორმალობები. კურსის მიმდინარეობისას განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის N290 ბრძანება და შემოსავლების სამსახურის უფროსის N12858 ბრძანება. ასევე განხილული იქნება საქონლის გაფორმებისას შემხვედრი/პრაქტიკულად არსებული სიტუაციები და პრობლემების გადაწყვეტის საკითხები. ტრენინგის მონაწილეები შეიძენენ შესაბამის ცოდნას და შეძლებენ დამოუკიდებლად განახორციელონ საქონლის საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურები.

ტრენინგს გაუძღვება თამარ კილაძე, რომელსაც შემოსავლების სამსახურში საბაჟო სისტემის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მუშაობის შვიდ წლიანი გამოცდილება გააჩნია. თამარს უშუალო შეხება ჰქონდა საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცედურებთან და ტრენინგის მსვლელობისას გაგიზიარებთ პრაქტიკულ გამოცდილებას.                                    


ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:


  • მათთვის ვისაც სურვილი აქვს დასაქმდეს  საბაჟო საქმის სპეციალისტის პროფესიით  ლოჯისტიკურ კომპანიებში, საბროკერო კომპანიებში და ა.შ.;

  • კომპანიებისთვის, რომლებიც ახორცილებენ იმპორტსა და ექსპორტს;

  • უკვე დასაქმებული კადრებისთვის, არსებული ცოდნის გაღრმავებისა და განვითარების მიზნით.  




დღე 1

·         საქონლის შემოტანისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურები


  • საქონლის წარდგენა საბაჟო გამშვებ პუნქტში  

  • საქონლის ზოგადი დეკლარირება

  • საბაჟო ზედამხედველობა და საბაჟო კონტროლი

  • საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები

  • საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის ქვეშ   

  • საბაჟო კონტროლის ზონა



2 დღე


საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურები



  • საქონლის წარდგენა გაფორმების ადგილზე

  • საქონლის გაფორმება

  • საბაჟო დეკლარაციის შევსება

  • სასაქონლო ოპერაციის  განსაზღვრისათვის წარსადგენი დოკუმენტები



3 დღე

სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია


  • სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსება და წარდგენა

  • სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ

  • სასაქონლო ოპერაციების სახეები                                                                               






ორგანიზაციული დეტალები


 

ტრენინგის დღეები : 12, 13, 14 დეკემბერი

ტრენინგის საათები : 19:00 - 21:30 სთ

ტრენინგის ღირებულება: 270 ლარი

ტრენინგის მისამართი: თბილისი, შ.ნუცუბიძის 129ა

შესვენება : 15 წუთი coffee break

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი






თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია