ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები კერძო სექტორში


კურსის აღწერა


თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუვალობის დაცვა. შესამაბისად, სახელმწიფო ვალდებულია  შექმნას ადამიანის პიროვნული განვითარებისა და ღირსების უფლების რეალიზებისათვის საჭირო მექანიზმები, რომლებიც გულისხმობს კერძო და საჯარო  სექტორისათვის მკაცრი მოთხოვნების დაწესებას. ამასთან, ბიზნესის წარმოების პროცესში აქტუალურია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის მოთხოვნების დაკმაყოფილება.  

კურსის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ძირითადი პრინციპების, სხვადასხვა სფეროში  (მათ შორის, ჯანდაცვის, შრომითი ურთიერთობები, საფინანსო, სარეკლამო და სხვა) მონაცემთა დამუშავების სტანდარტებისა და მათი სპეციფიკის მონაწილეთათვის გაცნობა. ასევე, განხილული იქნება ის პრობლემური საკითხები, რომლებიც თან ახლავს მონაცემთა დამუშავების პროცესს.

ტრენინგი მოიცავს, როგორც თეორიულ საკითხებს, ასევე პრაქტიკულ მაგალითებს.  კურსის ბოლოს, მონაწილეებს ექნებათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპების, დამუშავების მიზნებისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ.  მონაწილეები შეძლებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების უკეთ გააზრებისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

ტრენინგს წარუძღვება თეკლა კენკიშვილი. თეკლა 6 წელია რაც, აქტიურად უწევს სამართლებრივ დახმარებას კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ. თეკლას აქვს პრაქტიკოს იურისტად მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება, როგორც იურიდიული მომსახურების სფეროში, ასევე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მიმართულებით. თეკლა ტრენინგებს ატარებს სამართლის სხვადასხვა სფეროს აქტუალურ საკითხებზე, როგორც საჯარო დაწესებულებებისთვის, ასევე კერძო კომპანიებისთვის და განსხვავებული სოციალური ფენისა და  ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთათვის.





ტრენინგზე თქვენ გაეცნობით:


  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ძირითად პრინციპებსა და საფუძვლებს

  • განვითარების ტენდენციებს

  • როგორ უნდა მოხდეს ერთი მხრივ, პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვა და მეორე მხრივ, მონაცემთა დამმუშავებლის მიზნის მიღწევა

  • როგორ შეგიძლიათ მოიხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების  შეწვეტა

  • როგორ დაიცვათ კლიენტის უფლებები და გაზარდოთ მომსახურების სტანდარტები.


ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრენინგზე დასწრება:


  • საფინანსო ორგანიზაციებისთვის

  • ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთათვის

  • კომპანიების HR-ებისთვის

  • მომსახურების სფეროში არსებული კომპანიებისთვის

  • სტუდენტებისთვის

  • დამსაქმებელთათვის

  • დასაქმებულთათვის

  • თემატიკით დაინტერესებულ პირთათვის.



დღე 1


·         პერსონალური მონაცემების არსი


  • პერსონალური მონაცემების არსი

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკნონმდებლო აქტების ზოგადი მიმოხილვა

  • პერსონალურ მონაცემთა სუბიექტები

  • კერძო სექტორი და საჯარო დაწესებულებები, როგორც პერსონალურ მონაცემთა ძირითადი დამმუშავებლები

  • პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფორმები, პრინციპები და საფუძვვლები

  • საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა




დღე 2


პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ჯანდაცვის სფეროში:



  • განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება სამედიცინო დაწესებულებების მიერ

  • პერსონალურ მონაცემთა აღრიცხვა და დამუშავების ვადები

  • პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნება მესამე პირებზე

  • გარდაცვლილ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავება



ვიდეოთვალთვალის განხორციელება:



  • ვიდეოთვალთვალის განხორციელების მიზნები:

o   საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობებში

o   საცხოვრებელ შენობებში

o   ქუჩაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში

  • ვიდეოთვალთვალის განხორციელების პარალელურად აუდიო ჩაწერის წარმოება

  • დაწესებულებები, რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად ევალებათ ვიდეოთვალთვალის განხორციელება

  • ვიდეოთვალთვალის სისტემის მახასიათებლები, როგორც მონაცემთა დამუშავების მიზნის ადეკვატურობის და პროპორციულობის დადგენის საშუალება

  • ვიდეოთვალთვალის განმახორციელებელი პირთა მიერ რეესტრის წარმოება და სხვა დამატებითი ვალდებულებები.



დღე 3

პერსონალურ მონაცემთა დაცვა შრომის სამართალში:


  • შრომით ურთიერთობაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის პერსონალურ მონაცემთა შეგროვება/შენახვა

  • დასაქმებულის თანხმობა, როგორც მონაცემთა დამუშავების ძირითადი საფუძველი

  • დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ბიომეტრიული მონაცემებისა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების დასაშვებობა, დამუშავების მიზნები და საფუძვლები

  • სამსახურეობრივი ელ-ფოსტის კონტროლი დამსაქმებლის მიერ

  • ვიდეოთვალთვალის განხორციელება სამუშაო ადგილზე.


პირდაპირი მარკეტინგი

  • პირდაპირი მარკეტინგის ცნება და მისი გამოყენების ფარგლები

  • საჯარო და კერძო დაწესებულებები, როგორც პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებლები

  • პირდაპირი მარკეტინგის სუბიექტის უფლებები

  • პირდაპირ მარკეტინგზე უარის თქმის შესაძლებლობა და უარის თქმის ეფექტური მექანიზმი

  • პირდაპირი მარკეტინგის განხორციელება საშუამავლო (სარეკლამო) ორგანიზაციის მიერ

  • მონაცემთა მოპოვების კანონიერება სარეკლამო კომპანიების მიერ და პასუხისმგებელი პირები.


დღე 4

პერსონალურ მონაცემთა დამუშავება საფინანსო სექტორის მიერ


  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხმობა, როგორც პერსონალური მონაცემის დამუშავების ძირითადი საფუძველი

  • მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა გადაცემა მესამე პირთათვის, მათ შორის პრობლემური სესხების მართვის კომპანიისთვის

  • მესამე პირთათვის დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

  • სს „კრედიტ-ინფო“ საქართველოსთან ურთიერთობა და მონაცემთა დამუშავების ფარგლები.

  • პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ინტერნეტ-სივრცეში;

  • მონაცემთა სუბიექტის უფლებები;

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის ინსპექტორის მონიტორინგი.





ორგანიზაციული დეტალები


 

ტრენინგის დღეები : 29 ოქტომბერი - 1 ნოემბერი

ტრენინგის საათები : 19:00 - 21:30 სთ

ტრენინგის ღირებულება: 310 ლარი

ტრენინგის მისამართი: თბილისი, შ.ნუცუბიძის 129ა

შესვენება : 15 წუთი coffee break

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

 




თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 577 27 97 98 ; +995 577 65 65 97;
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია