ENG | GEO
ENG | GEO
ტრენინგები
რისკზე დაფუძნებული მიდგომა (RBA)
საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია FATF-ის განმარტებით, რისკზე დაფუძნებული მიდგომის (RBA) გამოყენება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისას გულისხმობს, ქვეყნების, კომპეტენტური ორგანოებისა და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ, მათ წინაშე არსებული ML/TF რისკების იდენტიფიცირებას, გააზრებას და გამოვლენილი რისკების  თანაზომიერი მიტიგაციის და მართვის AML/CFT ღონისძიებების გატარებას. RBA წარმოადგენს რისკების მართვისა და რესურსების ეფექტურად განაწილების საუკეთესო პრაქტიკას.  
კურსის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია, საერთაშორისო სტანდარტების, კანონმდებლობის და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი, რისკზე დაფუძნებული მიდგომის იმპლემენტაციის საშუალებების შესახებ. განხილული იქნება ორგანიზაციის წინაშე არსებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების მეთოდოლოგია  და მართვის საშუალებები.  

სწავლების შემდეგ თქვენ შეძლებთ

  • გქონდეთ ნათელი წარმოდგენა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საფრთხის შესახებ, რომელიც ორგანიზაციის წინაშე დგას;
  • უზრუნველყოთ კლიენტების, პროდუქტების, გეოგრაფიული არეალის და სხვა ტიპის საწყისი და ნარჩენი რისკფაქტორების იდენტიფიცირება და შეფასება;
  • განსაზღვროთ იდენტიფიცირებული რისკების მიტიგაციის საშუალებები;
  • ხელი შეუწყოთ ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას საზედამხედველო მოთხოვნებთან;
  • დანერგოთ პრევენციული ზომები, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ორგანიზაციის უკანონო მიზნით გამოყენების საფრთხე;
  • სიმულაციური სავარჯიშოების მეშვეობით მიიღოთ ცოდნა AML/CFT საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისი რისკის მენეჯმენტის სტრატეგიის დიზაინისა და აღსრულების შესახებ.

ვისთვისაა მიზანშეწონილი ტრეინინგზე დასწრება

 - მონიტორინგის განმახორციელებელი პირების თანამშრომლები:
  • კომპანიის მენეჯმენტი
  • მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები
  • იურიდიული სამსახურის თანამშრომლები
  • აუდიტის სამსახურის თანამშრომლები
  • რისკის მენეჯერები
  • კლიენტთა მომსახურე პერსონალი და სხვ.
 - საზედამხედველო ორგანოების თანამშრომლები
 - თემატიკით დაინტერესებული ნებისმიერი პირი

კურსის გავლის შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.


თბილისი საქართველო. 0103
შ. ნუცუბიძის ქ. # 129
  ტელ.:+995 322 060 818; +995 577 27 97 98
ელ-ფოსტა:info@cdc.ge
 
© ყველა უფლება დაცულია